კახა კალაძე: ქვეყანაში ვერასდროს დაბრუნდება ძალადობა

“მე არჩევანი გავაკეთე ჩვენი ქვეყნის განვითარებისთვის”, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ გენერალურმა მდივანმა, კახა კალაძემ ჟურნალისტებს ხმის მიცემის შემდეგ განუცხადა.
როგორც კალაძემ აღნიშნა, პირველი და მნიშვნელოვანი არის თავისუფლება, რომელიც უნდა იყოს შენარჩუნებული.
„ქვეყანაში ვერასდროს დაბრუნდება ძალადობა, ისეთი ხელისუფლება, რომელიც შელახავს ადამიანის ღირსებას. ხმა მივეცი ჩვენი ქვეყნის მომავალს, განვითარებას, ისე, რომ  თითოეულმა მოქალაქემ იგრძნოს კეთილდღეობა“, – განაცხდა კახა კალაძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები