გივი თარგამაძის ავტომანქანის აფეთქების საქმე გახსნილია

შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილის ბესიკ ამირანაშვილის განცხადებით, გივი თარგამაძის ავტომობილის აფეთქების საქმე გახსნილია, – ამის შესახებ ბესიკ ამირანაშვილმა “ქრონიკის“ ეთერში განაცხადა.
”შეგვიძლია ვთქვათ, რომ პარლამენტარ გივი თარგამაძის ავტომანქანის აფეთქების ფაქტი გახსნილია. თითქმის უწყვეტ რეჟიმში შს სამინისტროს, სუს-ის და პროკურატურის მიერ ხორციელდებოდა კომპლექსური, საგამოძიებო და ოპერატიული ღონისძიებები, რის შედეგადაც დადგენილია დანაშაულში ეჭვმიტანილი სავარაუდო პირი“,- განაცხადა შს მინისტრის მოადგილემ.
მისვე თქმით, ამჟამად, მიმდინარეობს დამატებითი საგამოძიებო მოქმედებები დამატებითი მტკიცებულებების მოპოვების მიზნით.
ამ ეტპაზე გლდანში ბინის ჩხრეკა მიმდინარეობს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები