სასწრაფოდ: გივი თარგამაძის ავტომანქანის აფეთქების საქმეზე სპეცოპერაცია ტარდება (ვიდეო)

ამ წუთებში, გლდანში სპეცოპერაცია მიმდინარეობს. ტელეკომპანია „იმედის“ ცნობით, სპეცოპერაცია სავარაუდოდ ”ნაციონალური მოძრაობის” ერთ-ერთი ლიდერის, გივი თარგამაძის მანქანის აფეთქებას უკავშირდება. სამართალდამცველები ერთ-ერთ პირს, სავარაუდოდ, დარჩო ხეჩუაშვილს აკავებენ, რომელიც მანქანის აფეთქებაში ფიგურირებს. ის კუდ-ის ყოფილი თანამშრომელი იყო.
მეზობლების ინფორმაციით, ის ბოლო პერიოდში, სავარაუდოდ, უკრაინაში ან რუსეთში იმყოფებოდა.
ხეჩუაშვილის დედამ კი განაცხადა, რომ მისთვის უცნობია, იმყოფებოდა თუ არა მისი შვილი უკრაინაში და არც ის იცის, რას საქმიანობდა ბოლო პერიოდში.
შეგახსენებთ, რომ 4 ოქტომბერს ყოფილი ”პირიმზის“ შენობასთან ”ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერის გივი თარგამაძის ავტომანქანა აფეთქდა. აფეთქების დროს ავტომობილში თარგამაძე და მისი მძღოლი იმყოფებოდნენ. დაშავებულია 5 პირი. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მომხდარ ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 19-109-ე მუხლით დაიწყო, რაც დამამძიმებელ გარემოებაში განზრახ მკვლელობის მცდელობას გულისხმობს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები