დიმიტრი ქუმსიშვილი: აზერბაიჯანში მიმდინარე საკანონმდებლო ცვლილებები ჩვენს სავაჭრო ურთიერთობებზე არ იმოქმედებს

„აზერბაიჯანში მიმდინარე საკანონმდებლო ცვლილებებთან დაკავშირებით კიდევ ერთხელ განვმარტავ, რომ აღნიშნული არ იმოქმედებს ჩვენს სავაჭრო ურთიერთობებსა და ბრუნვაზე“ – ამის შესახებ დიმიტრი ქუმსიშვილმა ჟურნალისტებს აზერბაიჯანული სააგენტოების მიერ გავრცელებულ ინფორმაციასთან დაკავშირებით დასმული კითხვის საპასუხოდ განუცხადა.
მედია დაინტერესდა, რამდენად შეეხება ქართულ პროდუქციას აზერბაიჯანის მიერ ზოგიერთი სახეობის პროდუქციის იმპორტზე საბაჟო განაკვეთების გაზრდის გადაწყვეტილება.
„ჩვენ აზერბაიჯანთან გაგვაჩნია ორმხრივი და მრავალმხრივი თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებები. შესაბამისად, ამ შეთანხმებების მიხედვით, საქართველოში ნაწარმოებ პროდუქციაზე ექსპორტის და იმპორტის გადასახადი არ გაიზრდება“, – განაცხადა პირველმა ვიცე-პრემიერმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები