თელავში, საცხოვრებელ ბინაში მამაკაცის ცხედარი იპოვეს

თელავში, საცხოვრებელ ბინაში მამაკაცის ცხედარი იპოვეს. ადგილობრივების ინფორმაციით, ცხედარს გარეგნული დაზიანებები არ აღენიშნებოდა.
როგორც „კვირას“ შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, ცხედარს ყველა საჭირო ექსპერტიზა ჩაუტარდა.
შსს-ს ინფორმაციით, გარდაცვალების მიზეზს ექსპერტიზა დაადგენს. გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით არის აღძრული, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები