სუს-ში „თავისუფალი ზონის“ კიდევ ერთი წევრი მოწმის სტატუსით დაიკითხება

„თავისუფალი ზონის“ კიდევ ერთი წევრი რუსკა მჭედლიძე, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში მოწმის სახით დაიკითხება. როგორც „კვირას“ სუს-ში განუცხადეს, რუსკა მჭედლიძე უწყებაში 17:00 საათზე უნდა გამოცხადდეს.
„თავისუფალი ზონის“ წევრის საგამოძიებო უწყებაში დაბარება, ინტერნეტში გასულ კვირას გავრცელებულ აუდიოჩანაწერს უკავშირდება, რასთან დაკავშირებითაც სუს-მა გამოძიება სახელმწიფო ხელისუფლების დასამხობად ან ხელში ჩასაგდებად შეთქმულების მუხლით დაიწყო.
ინტერნეტში გავრცელებულ ჩანაწერში, სავარაუდოდ, ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილი და „ნაციონალური მოძრაობის“ ცალკეული წევრების საუბარია ასახული, რომლებიც რევოლუციურ სცენარს განიხილავენ.
აღნიშნულ საქმეზე სუს-ში გუშინ „თავისუფალი ზონის“ კიდევ ორი წევრი – მარიამ ბაშარული და ვაჟა მორგოშიაც დაიკითხნენ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები