სააკაშვილის პირადი დაცვის ყოფილმა წევრმა “ნაცმოძრაობა” დატოვა – “იგეგმებოდა ძალადობრივი ქმედებების განხორციელება”

საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის პირადი დაცვის ყოფილმა წევრმა და “ნაციონალური მოძრაობის” წევრმა  შაქრო კობაიძემ პარტია დატოვა.
როგორც კობაიძე აცხადებს, ბოლოდროინდელი პროცესების განვითარების შემდგომ, პარტიის ხელმძღვანელობამ აშკარად დაიწყო ანტისახელმწიფოებრივი ქმედებების განხორციელება და შექმნა ქვეყანაში დესტაბილიზაციის საფრთხე.
კობაიძის თქმით, მისთვის ცნობილი გახდა, რომ “ნაციონალური მოძრაობის” ლიდერების მიერ, იგეგმებოდა ძალადობრივი ქმედებების განხორციელება.
“მე, შაქრო კობაიძე წლების განმავლობაში ვიყავი მიხეილ სააკაშვილის პირადი დაცვის წევრი, შემდგომში, პარტია “ერთიან ნაციონალურ მოძრაობაში” გავწევრიანდი, რადგან მჯეროდა “ნაციონალური მოძრაობის” კეთილი მიზნების, მაგრამ ბოლოდროინდელი პროცესების განვითარების შემდგომ, პარტიის ხელმძღვანელობამ აშკარად დაიწყო ანტისახელმწიფოებრივი ქმედებების განხორციელება და შექმნა ქვეყანაში დესტაბილიზაციის საფრთხე, ბოლო პერიოდში ჩემთვის ცნობილი გახდა, რომ “ნაციონალური მოძრაობის” ლიდერების მიერ იგეგმებოდა ძალადობრივი ქმედებების განხორციელება, რის გამოც პარტიის ოფისში იმართებოდა თათბირები და თათბირებზე ხშირად განიხილავდნენ ქვეყანაში დესტაბილიზაციის მოწყობის გეგმას, ისინი თათბირებზე ასევე გეგმავდნენ განსახორციელებელ პროვოკაციულ ქმედებებს, რაც ჩემთვის არის კატეგორიულად მიუღებელი.
მე გამოვხატე ჩემი უარყოფითი დამოკიდებულება ძალადობის და პროვოკაციული ქმედებების განხორციელების მიმართ, თუმცა ჩემი აზრი არ იქნა გათვალისწინებული პარტიის ხელმძღვანელობის მიერ, აღნიშნულიდან გამომდინარე, გადავწყვიტე, დავტოვო პარტიის რიგები და საჯაროდ გავანადგურო პარტიის წევრობის დამადასტურებელი მანდატი”, – აცხადებს შაქრო კობაიძე.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები