პროკურატურა: ქუთაისში ქალი პოლიციელის იარაღიდან გასროლით დაიჭრა

ქუთაისში ქალის დაჭრის ფაქტზე გამოძიება დასავლეთ საქართველოს საოლქო პროკურატურამ დაიწყო. როგორც „კვირას“ პროკურატურაში განუცხადეს, გამოძიებას საფუძვლად უბედური შემთხვევის შესახებ შესული შეტყობინება დაედო, რომლის მიხედვითაც ადგილი თვითმკვლელობის მცდელობას ჰქონდა.
„გუშინ საღამოს თავში მიღებული ცეცხლსასროლი დაზიანებით საავადმყოფოში მოთავსებულ იქნა ერთი პირი. დაწყებულ გამოძიებას საფუძვლად დაედო შემოსული შეტყობინება უბედური შემთხვევის შესახებ, რომ ადგილი ჰქონდა თვითმკვლელობის მცდელობას. საბედნიეროდ დაჭრილი ქალბატონი ექიმების ჩარევის შედეგად გადარჩა და მისი მდგომარეობა სტაბილურია.
საქმეზე გამოძიება მიმდინარეობს სსკ-ს 115 მუხლით. ვინაიდან გასროლა განხორციელდა პოლიციელის იარაღიან საქმე გამოსაძიებლად გადაეცა დასავლეთ საქართველოს საოლქო პროკურატურას.
უახლოეს მომავალში დაზარალებულის მონაწილეობით ჩატარდება ყველა გადაუდებელი და საჭირო საგამოძიებო მოქმედება. რის შესახებაც დამატებით ეცნობება საზოგადოებას“, – განაცხადეს პროკურატურაში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები