სუს – ში დაკითხვაზე ჩიორა თაქთაქიშვილის მეუღლე იმყოფება

„ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერის, ჩიორა თაქთაქიშვილის მეუღლე ილია ნიკოლეიშვილი სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში დაკითხვაზე მივიდა.
როგორც ნიკოლაიშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა, ის იმ ფეისბუქგვერდის გამო დაიბარეს დაკითხვაზე, რომელიც მეგობრებთან ერთად შექმნა.
ილია ნიკოლეიშვილი სუს-ში რამდენიმე დღის წინ იყო დაბარებული, თუმცა სუს-სა და ილია ნიკოლაიშვილს შორის ურთიერთშეთანხმებით ის საგამოძიებო უწყებაში დღეს გამოცხადდა.
როგორც ცნობილია, “თავისუფალი ზონის” ყოფილმა წევრებმა გააკეთეს განცხადებები, რომ ერთ-ერთ არასამთავრობო ორგანიზაციას – „საქართველოს ერთგულების სახელით“, რომლის გამოყენებასაც “ნაციონალური მოძრაობა” არეულობებისთვის გეგმავს, ილია ნიკოლეიშვილი ხელმძღვანელობს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები