ირაკლი ოქრუაშვილისთვის ცეცხლის გახსნის საქმეზე ბრალდებულს პატიმრობა შეეფარდა

გორის რაიონულმა სასამართლომ ირაკლი ოქრუაშვილისთვის ცეცხლის გახსნის საქმეზე ბრალდებულ ალექსანდრე ინდუაშვილს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა.
პროკურატურა ბრალდებულისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის შეფარდებას ითხოვდა.
ალექსანდრე ინდუაშვილი, რომელიც ოქრუაშვილის საარჩევნო კომპანიის დროს ცეცხლის გახსნაშია ბრალდებული, პოლიციას ორი დღის წინ ჩაბარდა.
გორში, მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატს, თავდაცვის ექსმინისტრს, ირაკლი ოქრუაშვილს 2 ოქტომბერს, ამომრჩევლებთან შეხვედრის დროს, ცეცხლი გაუხსნეს. დაიჭრა ირაკლი ოქრუაშვილის თანმხლები ორი ადამიანი.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები