სასამართლო ოქრუაშვილისთვის ცეცხლის გახსნის საქმეზე ბრალდებულისთვის აღკვეთის ღონისძიების შეფარდების საკითხზე მსჯელობს

გორის რაიონული სასამართლო ირაკლი ოქრუაშვილისთვის ცეცხლის გახსნის საქმეზე ბრალდებულ ალექსანდრე ინდუაშვილისთვის აღკვეთის ღონისძიების შეფარდებაზე მსჯელობს.
ბრალდების მხარე ბრალდებულისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის შეფარდებას ითხოვს.
ალექსანდრე ინდუაშვილი, რომელიც ოქრუაშვილის საარჩევნო კამპანიის დროს ცეცხლის გახსნაშია ბრალდებული, პოლიციას გუშინ ჩაბარდა. გორში, მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატს, თავდაცვის ექსმინისტრ ირაკლი ოქრუაშვილს 2 ოქტომბერს, ამომრჩევლებთან შეხვედრის დროს, ცეცხლი გაუხსნეს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები