ამინდის მოსალოდნელი გაუარესების გამო, გარემოს დაცვის სამინისტრო მოსახლეობას აფრთხილებს

  გარემოს დაცვის სამინისტროს ინფორმაციით, დღის მეორე ნახევრიდან საქართველოს ტერიტორიაზე შავი ზღვის მხრიდან გავრცელებას იწყებს ხმელთაშუა ზღვის ციკლონთან დაკავშირებული ნოტიო ჰაერის მასები. აღნიშნული სინოპტიკური პროცესი 25 იანვრის დილამდე გაგრძელდება და გამოიწვევს დასავლეთის მიმართულების ქარის გაძლიერებას. სვანეთში, მთიან აჭარაში, რიკოთის გადასასვლელზე, გუდაური-კობის გზის მონაკვეთზე მოსალოდნელია ძლიერი ნალექები, უმეტესად, თოვლის სახით, ასევე ქარბუქი, ზღვის ძლიერი ღელვა. 25 იანვარს, დღისით ქვეყნის ტერიტორიის უმეტეს ნაწილზე გამოიდარებს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები