რატომ არ შეუთანხმეს „ნაციონალებმა“ ქეთათოს აქციაზე ჩარკვიანის სიმღერის გამოყენება – „ჩემი იურისტი დაუკავშირდება, ვისაც საჭიროა“

„ნაციონალური მოძრაობის“ დღევანდელ აქციაზე საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი ოდესიდან ირაკლი ჩარკვიანის სიმღერის „მე დავბრუნდები“ ფონზე ჩაერთო.
როგორც გაირკვა, სიმღერა, რომელსაც ყოფილმა პრეზიდენტმა სიმბოლური უწოდა, ირაკლი ჩარკვიანის მეუღლესთან – ქეთათოსთან შეთანხმებული არ ყოფილა. როგორც ქეთათომ „კვირასთან“ საუბრისას აღნიშნა, იგი საავტორო უფლებებს საკუთარ იურისტთან ერთად დაიცავს.
„არ ყოფილა შეთანხმებული. თქვენგან გავიგე. დავუკავშირდები ჩემს იურისტს. ყველასთან ვიცავ ჩემს საავტორო უფლებას და იქ, სადაც გაშვებულია სიმღერა, შესაბამისი დოკუმენტაცია უნდა შედგეს. ეს ჩვეულებრივი პროცესია. ჩემი იურისტი დაუკავშირდება მას, ვისაც საჭიროა“, – აღნიშნა ქეთათომ „კვირასთან“ საუბრისას.
შეგახსენებთ, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ წინასაარჩევნო აქცია თბილისში, „ვარდების მოედანზე“ დასრულდა. „ნაციონალების“ მხარდამჭერებმა მსვლელობით თავისუფლების მოედნისკენ გადაინაცვლეს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები