ქუთაისის ავტომაგისტრალზე მომხდარი ავარიის შედეგად დედა-შვილი დაიღუპა

ავტოკატასტროფა ქუთაისის ავტომაგისტრალზე მოხდა. ორი ავტომანქანის შეჯახებისას 4 ადამიანი დაიღუპა, მათ შორის დედა-შვილი, მძღოლი და ოჯახის ახლობელი ქალბატონი. ბავშვი რამდენიმე თვის იყო.
გარდაცვლილთაგან დედა – მედეა რურუა და პატარა ნინო გოგატიშვილი, გუშინ, სტუმრად ტელეკომპანია „იმედის“ გადაცემაში იმყოფებოდნენ.
როგორც გადაცემა „დღის შოუს“ წამყვანებმა აღნიშნეს, მედეა რურუამ, რომელიც ავტოკატასტროფამდე გადაცემაში იყო მიწვეული, საკუთარ ისტორიაზე ისაუბრა. ისტორიის მიხედვით, მედეა რურუამ, პატარა ნინო, ხელოვნური განაყოფიერების შედეგად გააჩინა. თუმცა, ბავშვის დაბადებას მამა ვერ მოესწრო. იგი მანამდე ინფარქტით გარდაიცვალა.
წამყვანების ინფორმაციით, მას შემდეგ, რაც სტუმრებმა „იმედის“ შენობა დატოვეს და სახლში გაემგზავრნენ, ისინი გზაში ავტოავარიის შედეგად დაიღუპნენ.
როგორც „კვირას“ შს სამინისტროში განუცხადეს, ქუთაისის ავტომაგისტრალზე მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის ფაქტზე გამოძიება სსკ-ის 276-ე მუხლის მე-7 ნაწილით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც გამოიწვია ორი ან მეტი ადამიანის სიცოცხლის მოსპობა. დანაშაული ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას ექვსიდან ათ წლამდე ვადით. მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები