გივი თარგამაძის კუთვნილ ავტომანქანაში მომხდარ აფეთქებასთან დაკავშირებით შსს განცხადებას ავრცელებს

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო დეპუტატ გივი თარგამაძის კუთვნილ ავტომანქანაში მომხდარ აფეთქებასთან დაკავშირებით ოფიციალურ განცხადებას ავრცელებს.
როგორც უწყებაში განმარტავენ, მიმდებარე ტერიტორიაზე განთავსებული ყველა სათვალთვალო კამერიდან ამოღებულია ვიდეოჩანაწერები; მიმდინარეობს შემთხვევის თვითმხილველებისა და აფეთქების შედეგად დაშავებული პირების გამოკითხვა, ასევე, აფეთქებული ავტომანქანის გადაადგილების მარშრუტზე არსებული სამეთვალყურეო კამერების დათვალიერება და ჩანაწერების ამოღება;
„მიმდინარე წლის 4 ოქტომბერს თბილისში, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრის, გივი თარგამაძის კუთვნილ ავტომანქანაში მომხდარ აფეთქებასთან დაკავშირებით თბილისის პოლიციის დეპარტამენტის დეტექტივების სამმართველოში გამოძიება 19-109-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც დამამძიმებელ გარემოებაში განზრახ მკვლელობის მცდელობას გულისხმობს.
შეტყობინების მიღებისთანავე, შემთხვევის ადგილზე გამოცხადდა შსს-ს ყველა შესაბამისი დანაყოფის წარმომადგენელი: საპატრულო პოლიციის, თბილისის პოლიციის დეპარტამენტის, ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის და საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს თანამშრომლები, ექსპერტ-კრიმინალისტები.
დაუყოვნებლივ დაიწყო პირველადი საგამოძიებო ღონისძიების განხორციელება, მათ შორის, შსს-ს ექსპერტ-კრიმინალისტების მიერ მოხდა შემთხვევის ადგილის დეტალური დათვალიერება; მიმდებარე ტერიტორიაზე განთავსებული ყველა სათვალთვალო კამერიდან ამოღებულია ვიდეოჩანაწერები; მიმდინარეობს შემთხვევის თვითმხილველებისა და აფეთქების შედეგად დაშავებული პირების გამოკითხვა, ასევე, აფეთქებული ავტომანქანის გადაადგილების მარშრუტზე არსებული სამეთვალყურეო კამერების დათვალიერება და ჩანაწერების ამოღება; დანიშნულია ყველა შესაბამისი ექსპერტიზა“, – ნათქვამია უწყების განცხადებაში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები