მაჩაბლის ქუჩაზე საცხოვრებელი სახლი დაიწვა

თბილისში, მაჩაბლის ქუჩაზე, ცეცხლი საცხოვრებელ სახლს დაახლოებით 1 საათის წინ გაუჩნდა. ამ დროისთვის ხანძარი უკვე ლოკალიზებულია.
როგორც „კვირას“ საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოში განუცხადეს, ხანძრის შედეგად არავინ დაშავებულა.
დამწვარია 80-100 კვადრატულ მეტრი ფართობი. ადგილზე მუშაობდნენ სახანძრო და სამაშველო სამსახურების ბრიგადები.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები