ექსპერტები თარგამაძის მანქანის გადაადგილების ამსახველ ვიდეოჩანაწერებზე მუშაობენ

ამ წუთებში საგამოძიებო ჯგუფები ყველა იმ ვიდეოკამერის ჩანაწერებს ამუშავებენ, რომლებმაც აფეთქებამდე, გივი თარგამაძის მანქანის გადაადგილება დააფიქსირა.
შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილის, შალვა ხუციშვილის განცხადებით, შემთხვევის ადგილზე გვიანობამდე მუშაობდნენ ექსპერტ-კრიმინალისტები.
მისივე თქმით, მომხდართან დაკავშირებით, უფრო მეტი ინფორმაცია შესაბამისი ექსპერტიზის ჩატარების შემდეგ გახდება ცნობილი. ხუციშვილის განმარტებით, ამჟამად საგამოძიებო სტრუქტურაში რამდენიმე პირის დაკითხვა მიმდინარეობს.
“გამოძიების ინტერესებიდან გამომდინარე, სხვა კომენტარს ვერ გავაკეთებ,” – აცხადებს შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე.
გუშინ, ყოფილი ”პირიმზის“ შენობასთან ”ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერის გივი თარგამაძის ავტომანქანა აფეთქდა. აფეთქების დროს ავტომობილში თარგამაძე და მისი მძღოლი იმყოფებოდნენ. დაშავებულია 5 პირი. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მომხდარ ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 19-109-ე მუხლით დაიწყო, რაც დამამძიმებელ გარემოებაში განზრახ მკვლელობის მცდელობას გულისხმობს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები