დიდინეძში მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით, „ნაციონალური მოძრაობის“ ორი წევრი პასუხისგებაში მისცეს

დიდინეძში მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით, „ნაციონალური მოძრაობის“ 2 წევრს ბრალი წაუყენეს. ამის შესახებ “კვირას“ შინაგან საქმეთა სამინისტროდან აცნობეს.
„შსს-ს სამეგრელო-ზემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის ზუგდიდის რაიონული პოლიციის თანამშრომლებმა, მიმდინარე წლის 1 ოქტომბერს, ზუგდიდის რაიონის სოფელ დიდინეძში მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ 2 წევრს სისხლის სამართლის კოდექსის 162-ე პრიმა მუხლით (კენჭისყრის შენობაში, საარჩევნო კომისიის განთავსების ადგილას ან მათ მიმდებარე ტერიტორიაზე, ან წინასაარჩევნო აგიტაციის ან წინასაარჩევნო კამპანიის ღონისძიების დროს ძალადობა ან ძალადობის მუქარა), ბრალი წაუყენეს და პასუხისგებაში მისცეს“, – აცხადებენ შსს-ში.
შეგახსენებთ, რომ პირველ ოქტომბერს პარტია „ქართული ოცნების“ ახალგაზრდული ფრთის სამ წევრი ზუგდიდის რაიონის სოფელ დიდინეძში სცემეს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები