შსს-მ გივი თარგამაძის ავტომანქანის აფეთქების ფაქტზე გამოძიება დაიწყო

გივი თარგამაძის ავტომანქანის აფეთქების ფაქტზე შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება დაიწყო. როგორც “კვირას” უწყების პრესსამსახურში განუცხადეს, „პირიმზესთან“ მომხდარი აფეთქების ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 19-109-ე მუხლით დაიწყო, რაც დამამძიმებელ გარემოებაში განზრახ მკვლელობის მცდელობას გულისხმობს.
არსებული ინფორმაციით, უცნობმა პირებმა “ნაციონალური მოძრაობის” ერთ-ერთი ლიდერის, გივი თარგამაძის ავტომანქანა ააფეთქეს. შემთხვევა თავისუფლების მოედანზე, “ნაციონალური მოძრაობის” ოფისთან მოხდა. დაშავებულია ორი ადამიანი, ერთის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები