შეწყალების სახელმწიფო კომისიამ 60-ზე მეტ პატიმარზე შეწყალების რეკომენდაცია გასცა

შეწყალების კომისია პრეზიდენტს უახლოეს მომავალში 60 – კაციან შესაწყალებელ პატიმართა სიას გადაუგზავნის. როგორც კომისიის სხდომის დასრულების შემდეგ შეწყალების კომისიის თავმჯდომარემ ალექსანდრე ელისაშვილმა განაცხადა, კომისიის მუშაობა გართულდა, ვინაიდან უპრეცენდენტო რაოდენობის განცხადებები მიიღეს. “წინა სხდომისგან განსხვავებით, შინაარსობრივადაც ძალიან მძიმე საქმეები იყო, ამიტომ 250 განცხადებიდან მხოლოდ 60-ზე მეტ საქმეზე გავეცით რეკომენდაცია. პრეზიდენტი შეწყალების აქტს უახლოეს დღეებში მოაწერს ხელს”, – განაცხადა ალექსანდრე ელისაშვილმა. შეწყალების კომისია პატიმართა მორიგ შეწყალებას ნათლისღების შემდეგ, უკვე 3 მარტისთვის გეგმავს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები