ადგილობრივებმა წალკაში ეჭვიანობის ნიადაგზე მომხდარი მკვლელობისთვის დაკავებულის სახლი დაწვეს

წალკის მუნიციპალიტეტის სოფელ ტბეთში მომხდარ მკვლელობაში ერთ-ერთი ბრალდებულის სახლს ადგილობრივმა მოსახლეობამ ბენზინი გადაასხა და დაწვა.
სოფელ ტბეთის მცხოვრებლები ამბობენ, რომ მოკლულ მამაკაცს სხეულზე 20-მდე ჭრილობა აქვს მიყენებული.
შეგახსენებთ, რომ ტბეთში მამაკაცმა, ეჭვიანობის ნიადაგზე, ურთიერთშელაპარაკებისას, მამაკაცს დანით სხეულზე მრავლობითი ჭრილობა მიაყენა. დაჭრილი ადგილზე გარდაიცვალა.
კონფლიქტში ასევე მონაწილეობდა ბრალდებულის ძმა, რომელმაც მკვლელობამდე მამაკაცს სხეულზე სხვადასხვა დაზიანება მიაყენა.
სამართლდამცველებმა ორივე ბრალდებული ცხელ კვალზე დააკავეს.
პოლიციამ მკვლელობის იარაღი – დანა ნივთმტკიცებად ამოიღო.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები