ნიკა გვარამიას განცხადების საფუძველზე შსს-მ გამოძიება დაიწყო

ტელეკომპანია “რუსთავი 2”-ის გენერალური დირექტორის ნიკა გვარამიას მიერ გავრცელებული ინფორმაციის საფუძველზე შსს-მ გამოძიება დაიწყო. ამის შესახებ უწყების მიერ გარცელებულ განცხადებაშია აღნიშნული.

“შსს-ს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლის მთავარი სამმართველოს კიბერდანაშაულთან ბრძოლის სამმართველომ, ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის გენერალური დირექტორის, ნიკოლოზ გვარამიას მიერ მედიასაშუალებებით გავრცელებული ინფორმაციის საფუძველზე, გამოძიება დაიწყო. შსს-ს ინფორმაციით, გამოძიება კომპიუტერულ სისტემაში უნებართვო შეღწევისა და პირადი მიმოწერის, ტელეფონით საუბრის ან სხვაგვარი ხერხით შეტყობინების საიდუმლოების დარღვევის ფაქტზე მიმდინარეობს (საქართველოს სსკ-ის 284-ე და 159-ე მუხლებით)”, – ნათქვამია განცხადებაში.

ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის გენერალური დირექტორი ნიკა გვარამია მისი და მამუკა ახვლედიანის ფარული ჩანაწერის გამოქვეყნების საკითხს სპეციალური ბრიფინგით გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ ჩანაწერი გაკეთებულია მის მიერ, მაგრამ ის მისი გავრცელებული არ არის. „მამუკა ახვლედიანი – ნიკა გვარამია“, – ამ სათაურით გამოქვეყნდა დღეს მორიგი ფარული ჩანაწერი იუთუბგვერდზე – Creative Georgia News, რომელშიც, სავარაუდოდ, თბილისის საქალაქო სასამართლოს ყოფილი თავმჯდომარისა და „რუსთავი 2“-ის გენდირექტორის საუბარი ისმის.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები