ლილოს ბაზრობაზე 300 კვადრატული მეტრის ფართობი დაიწვა

ლილოს ბაზრობაზე შერეული საქონლის საწყობს ცეცხლი გაუჩნდა. როგორც „კვირას“ შსს-ს საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოში განუცხადეს, ხანძარი 300 კვადრატულ მეტრ ფართს მოედო. შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა. ადგილზე მობილიზებული იყო რამდენიმე ერთეული სახანძრო-სამაშველო მანქანა. ამ დროისთვის ხანძარი ლოკალიზებულია.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები