შსს: პირი, რომელმაც ირაკლი ოქრუაშვილის დაცვის წევრი და აქტივისტი დაჭრა, იდენტიფიცირებულია

ირაკლი ოქრუაშვილის წინასაარჩევნო შეხვედრის დროს დაჭრილ პირებს საოპერაციოდ ამზადებენ. როგორც “კვირას“ გორის სამხედრო ჰოსპიტალში განუცხადეს, ერთ-ერთ მათგანს ცეცხლნასროლი ჭრილობა ქვედა კიდურის არეში, მეორეს კი ზედა კიდურში აქვს მიყენებული. მათ სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.
სამართალდამცველებისთვის უკვე ცნობილია პირის ვინაობა, რომელმაც ცეცხლსასროლი იარაღიდან ისროლა. როგორც “კვირას“ შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურში განუცხადეს, მიმდინარეობის ინტენსიური სამძებრო სამუშაოები. ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე და 236-ე მუხლებით მიმდინარეობს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები