„ქართული ოცნების“ ახალგაზრდული ფრთის წევრების ცემის ფაქტზე გამოძიება დაიწყო

ზუგდიდის რაიონის სოფელ დიდ ნეძში, გუშინ მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 125- ცემის მუხლით დაიწყო. ამის შესახებ “კვირას“ სამინისტროს პრესსამსახურში განუცხადეს.
როგორც უწყებაში განმარტავენ, ზუგდიდის რაიონის სოფელ დიდ ნეძში პარტია „ქართული ოცნების“ ახალგაზრდული ფრთის წარმომადგენლები საარჩევნო პლაკატებს აკრავდნენ, რა დროსაც პარტია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” წევრებმა მათ ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს. ინციდენტის შედეგად დაზიანებები მიიღო „ქართული ოცნების“ ახალგაზრდული ფრთის სამმა წევრმა.
„დაზარალებულები ზუგდიდის რეფერალურ ჰოსპიტალში ტვინის შერყევისა და და თავს ქალის ზედაპირული ტრავმის დიაგნოზით მოათავსეს. აღნიშნულ ფაქტზე სამეგრელო-ზემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის ზუგდიდის რაიონულ სამმართველოში გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 125-ე მუხლით დაიწყო, რაც ცემას გულისხმობს. ამ დროისთვის ინციდენტში მონაწილე პირების გამოკითხვა მიმდინარეობს”, -აცხადებენ შსს-ში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები