“ნაციონალური მოძრაობის” წევრები, რომელთაც “ქართული ოცნების” წევრთა ცემა ბრალდებათ, პოლიციაში გადაიყვანეს

„ნაციონალური მოძრაობის“ შტაბის ხელმძღვანელი პაპუნა კუკავა და მისი მეზობელი მანუჩარ ქირია, რომლებმაც, არსებული ინფორმაციით, სოფელ დიდინეძში “ქართული ოცნების“ ახალგაზრდული ორგანიზაციის წევრებს ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს, პოლიციაში არიან გადაყვანილი. ამის შესახებ ჟურნალისტებს „ნაციონალური მოძრაობის“ სამეგრელოს შტაბის ხელმძღვანელმა, თენგიზ გუნავამ განუცხადა.
„დიდინეძში შტაბის ხელმძღვანელი პაპუნა კუკავა საკუთარი მანქანით სახლის მიმართულებით გადაადგილდებოდა, რა დროსაც „ქართული ოცნების“ წარმომადგენლები აგიტაციას ეწეოდნენ, მათ ქონდათ გზა ათვისებული და პაპუნამ მანქანა ვერ გაატარა. სთხოვა მათ, რომ გაეტარებინათ, იქედან ცოტა უხეში შეპასუხება მიიღო, უწმაწური სიტყვებით მიმართეს და ბუნებრივია, ადეკვატური პასუხიც მიიღეს, შემდეგ მეზობლები გამოვიდნენ ამ დროს მოხდა შეხლა–შემოხლა“.
“ქართული ოცნების” ახალგაზრდული ფრთის წევრები სოფელ დიდინეძში მაშინ სცემეს, როდესაც ისინი სოფელში ფლაერებს არიგებდნენ. ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს გოგონებსაც. სამი მათგანი საავადმყოფოშია გადაყვანილი.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები