“ინფორმაცია საქართველოდან წარდგენილი მოსამართლეობის კანდიდატების სიის დასაშვებად არცნობის შესახებ არ არის სწორი“

ევროსასამართლოს მოსამართლეთა შესარჩევი კომიტეტის თავმჯდომარის ბორის სილევიჩის განცხადებით, მედიაში გარცელებული ინფორმაცია საქართველოდან წარდგენილი მოსამართლეობის კანდიდატების სიის დასაშვებად არცნობის შესახებ „არ არის სწორი“, – ამის შესახებ სილევიჩმა „აქცენტს“ განუცხადა.
„ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის წესების თანახმად, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მოსამართლეების არჩევასთან დაკავშირებით ყველა სამართლებრივი პროცედურა კონფიდენციალურია და კომენტარი არ შეიძლება, გაკეთდეს.
ამასთან, კონფიდენციალურია გადაწყვეტილებებიც, სანამ ისინი ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის ბიუროს არ წარედგინება. ამ ეტაპისთვის ერთადერთი, რაც შემიძლია, გითხრათ, არის ის, რომ მედიით გავრცელებული ინფორმაცია არ არის სწორი“, – განუცხადა „აქცენტს“ სილევიჩმა.
ცნობისთვის: მედიაში გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, გუშინ პარიზში,ევროსასამართლოს მოსამართლეთა შესარჩევი კომიტეტის სხდომა გაიმართა, რომელზეც ქართული მხარის მიერ ევროსასამართლოს მოსამართლის თანამდებობაზე წარდგენილი სამი კანდიდატურიდან არც ერთი არ დაამტკიცეს და ეს გადაწყვეტილება სიაში არსებული პრობლემების გამო მიიღეს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები