“შემდგომი ესკალაციის რისკი რეალურია, სწორედ ამიტომ არის სასწრაფოდ საჭირო ირანში სანდო გარდამავალი პერიოდი – ისეთი, რომელიც აღადგენს სტაბილურობას” – ურსულა ფონ დერ ლაიენი
ევროკომისიის პრეზიდენტის, ურსულა ფონ დერ ლაიენის განცხადებით, ის კატარის ემირ შეიხ თამიმ ბინ ჰამად ალ ტანის და საუდის არაბეთის მემკვიდრე პრინც მოჰამედ ბინ სალმანს ესაუბრა.
როგორც ფონ დერ ლაიენმა აღნიშნა, საუბრისას განხილულ იქნა “ირანის მიერ ქვეყანაზე განხორციელებული უგუნური და განურჩეველი დარტყმების შედეგები”.
“შემდგომი ესკალაციის რისკი რეალურია, სწორედ ამიტომ არის სასწრაფოდ საჭირო ირანში სანდო გარდამავალი პერიოდი – ისეთი, რომელიც აღადგენს სტაბილურობას და გზას გაუხსნის გრძელვადიან გადაწყვეტას. ეს უნდა ნიშნავდეს ირანის სამხედრო ბირთვული და ბალისტიკური რაკეტების პროგრამების შეჩერებას და ჰაერში, ხმელეთსა და ზღვაში დესტაბილიზაციის გამომწვევი ქმედებების დასრულებას. უპირველეს ყოვლისა, ეს უნდა ასახავდეს და მხარს უჭერდეს ირანის მამაცი ხალხის დემოკრატიულ მისწრაფებებს“, – დაწერა ფონ დერ ლაიენმა X-ზე.
