პუტინმა ხაჯიმბას „აფხაზეთის დამოუკიდებლობის დღე“ მიულოცა

რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო ლიდერს, რაულ ხაჯიმბას „აფხაზეთის დამოუკიდებლობის დღე“ მიულოცა. ამის შესახებ სააგენტო „ტასი“ იუწყება.
„მინდა მოგილოცოთ აფხაზეთის დამოუკიდებლობის დღე. მინდა ავღნიშნო აფხაზი ხალხის წარმატება სოციალურ-ეკონომიკური განვითარების და სუვერენული სახელმწიფოს ინსტიტუტების მშენებლობის მხრივ“, – აცხადებს პუტინი.
პუტინის თქმით, მას ორმხრივი ნაყოფიერი თანამშრომლობის გაღრმავების იმედი აქვს რუსეთის და აფხაზეთის მოსახლეობის საკეთილდღეოდ. ასევე რეგიონული სტაბილურობის და უსაფრთხოების უზრუნველყოფის კუთხით“.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები