„ხომ არ გვესწავლა წარმატებული ქვეყნებისგან“

კონსტანტინე გამსახურდია ლარის კურსის დაცემის ფაქტს ეხმაურება და ხელისუფლებას „საერთაშორისო ანგარიშგასწორებათა ბანკში ” საქართველოს გაწევრიანებას სთავაზობს. „ლარის კურსი ევროპულ და ამერიკულ ვალუტასთან შედარებით კვლავ უნუგეშოდ დაბლა მიიწევს. შესაძლოა შემეკამათონ, მაგრამ ფაქტია, რომ ლარი კონვერტირებადი ვალუტაა მხოლოდ საქართველოში. მას ვერც ერთ ევროპულ ან ამერიკულ ბანკში პრაქტიკულად ვერ გადაცვლით. როგორც საქართველოს საგანგებო დავალებათა ელჩი მე ვმუშაობდი BIS-თან, (Bank of international Settlements, ანუ ქართულად “საერთაშორისო ანგარიშგასწორებათა ბანკი”) რომლის მთავარი ოფისიც არის შვეიცარიაში, კერძოდ ბაზელში. ეს სინამდვილეში ბანკი კი არ არის, არამედ მეტად გავლენიანი საერთაშორისო ორგანიზაციაა, მსოფლიოში მისი წევრია 39 ქვეყნის ეროვნული ბანკი (ყოფილი სსრკ-ს სივრციდან რუსეთის და 3 ბალტიური ქვეყნის), რათა მომხდარიყო საქართველოს გაეწევრიანება, კადრების გადამზადება და შესაბამისად ლარის ქცევა საერთაშორისო ვალუტად. მაგრამ წინა ხელისუფლებამ ვეღარ გაბედა ქმედითი ნაბიჯების გადადგმა ამ მიმართულებით, თან მალე წასვლამაც მოუწია (ან შესაძლოა სხვა, უფრო ბნელი მოსაზრებებიც აბრკოლებდა მავანს…). არც ახალმა ხელისუფლებამ გამოიჩინა დაინტერესება ამ მხრივ. ამასთან დაკავშირებით საყურადღებოა ესტონეთის ეკონომიკური სასწაულის ერთ-ერთი შემოქმედის, ყოფილი პრემიერის, მარტ ლაარის რეფორმა, რომლის საფუძველიც, მისივე სიტყვებით ყოფილა: 1. 1991 წელს მათ მიიღეს თავისუფალი ფასწარმოქმნის სისტემა 2. შექმნეს სავალუტო საბჭო, ესტონური კრონა კი პირდაპირ მიაბეს მაშინ ჯერ კიდევ არსებულ გერმანულ მარკას, რის შედეგადაც კრონა კონვერტირებადი ვალუტა გახდა მთელს მსოფლიოში. ხომ არ გვესწავლა წარმატებული ქვეყნებისგან“, – ამის შესახებ კონსტანტინე გამსახურდია ფეისბუქის საკუთარ გვერდზე წერს.Untitled

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები