საქართველოში დესტაბილიზაციის მოწყობას სანდრა რულოვსი და თემურ ალასანია ჩაუდგებიან სათავეში – სანდრო ბრეგაძის სკანდალური განცხადება

„თბილისური მეიდნის“ მოსაწყობად საქართველოში შემოტანილია 50 მილიონი დოლარი, – სკანდალური განცხადება „კვირას“ პრესკლუბში საბურთალოს დამოუკიდებელი მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა, სანდრო ბრეგაძემ გააკეთა.
ბრეგაძის ინფორმაციით, დესტაბილიზაცია 9 ოქტომბრიდან დაიწყება. როგორც დამოუკიდებელი კანდიდატი აცხადებს, დესტაბილიზაციის მოწყობას სათავეში მიხეილ სააკაშვილის ბიძა – თემურ ალასანია და მეუღლე – სანდრა რულოვსი ჩაუდგებიან.
„მე მაქვს დაზუსტებული ინფორმაცია, რომ ქვეყანაში დესტაბილიზაციის მოსაწყობად შემოტანილია 50 მილიონი დოლარი. პროცესები დასავლეთ საქართველოდან, მათი გეგმით, გადმოინაცვლებს დედაქალაქში და ყველაფერი დასრულდება ხელისუფლების ძალადობრივი მეთოდით შეცვლით. მე ამ ინფორმაციას პირველად ვაჟღერებ. ამ ყველაფრის დასაბუთება შემიძლია. თბილისური მაიდნის მოსაწყობად “ნაციონალური მოძრაობა” აქტიურად ემზადება“,- განაცხადა სანდრო ბრეგაძემ.
ბრეგაძემ პორტალ „კვირას“ პრესკლუბიდან სამართალდამცავ ორგანოებს და პოლიტიკურ პარტიებს მიმართა.
„მოვუწოდებ სამართალდამცავ ორგანოებს, მთელი გულისყურით მოეკიდონ ჩემს ამ განცხადებას, პოლიტიკურ პარტიებს კი ვურჩევ, არ ითანამშრომლონ „ნაციონალურ მოძრაობასთან“. მომავალ კვირას მე ჩემი გუნდი და არასამთავრობო ორგანიზაციები შევიმუშავებთ კომუნიკეს, სადაც იქნება დაწერილი, რომ არც ერთი პოლიტიკური პარტია არ ითანამშრომლებს “ნაციონალურ მოძრაობასთან” და ვთხოვთ ყველა პარტიას, ხელი მოაწერონ კომუნიკეს, რათა არ გაირკვეს, რომ ამ შავბნელ საქმეში “ნაციონალური მოძრაობას” ვინმე უდგას გვერდში“, – განაცხადა სანდრო ბრეგაძემ.​

 

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები