წალენჯიხაში მერიის ყოფილ შენობას ცეცხლი გაუჩნდა

წალენჯიხაში მერიის ყოფილ შენობას ცეცხლი გაუჩნდა. შემთხვევა დღეს, გამთენიისას მოხდა. ხანძრის შედეგად მთლიანად დაიწვა მესამე სართული, ასევე ჩაინგრა სახურავი. დაზიანდა მეორე სართულიც, სადაც სხვადასხვა ორგანიზაციის ოფისებია განთავსებული.
ხანძრის გაჩენის სავარაუდო მიზეზად, გაუმართავი ელექტროსადენები სახელდება. შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.
მერიის ყოფილ შენობაში გაჩენილი ხანძრის სალიკვიდაციო სამუშაოები რამდენიმე საათის განმავლობაში მიმდინარეობდა. როგორც „კვირას“ შსს-ს საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოში განუცხადეს, ადგილზე მობილიზებული იყო 11 ერთეული სახანძრო-სამაშველო ბრიგადა. მათივე ინფორმაციით, ხანძარმა დაახლოებით 1000 კვადრატული მეტრის ფართობი გაანადგურა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები