”ლიბერთი ბანკის” კიდევ ერთი ფილიალი დააყაჩაღეს

დღეს „ლიბერთი ბანკის“ კიდევ ერთი ფილიალი დააყაჩაღეს. თავდასხმა ამჯერად დადიანის ქუჩაზე მდებარე ფილიალზე მოხდა.
გავრცელებული ინფორმაციით, ბანკიდან წაღებულია თანხა, თუმცა მისი ოდენობა ჯერჯერობით უცნობია.
როგორც „კვირას“ შსს-ში განუცხადეს, მომხდარზე სისხლის სამართლის საქმე სსკ-ის 179-ე მუხლითა აღიძრა, რაც ყაჩაღობას გულისხმობს.
შემთხვევის ადგილზე სამართალდამცველები და ექსპერტ-კრიმინალისტები მუშაობენ. დღეს დილით „ლიბერთი ბანკის“ ფილიალი გლდანშიც დააყაჩაღეს, რა დროსაც პოლიციის თანამშრომელი დაიჭრა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები