ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. გენერალური პროკურორის თანამდებობაზე ნურია ტანია დაინიშნა
ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. პარლამენტმა ე.წ. გენერალური პროკურორის თანამდებობაზე ნურია ტანიას კანდიდატურა დაამტკიცა. ამის შესახებ სააგენტო „სპუტნიკი“ იუწყება.
ტანიას 26-ვე „დეპუტატმა“ დაუჭირა მხარი. მან განაცხადა, რომ უწყების მუშაობის ეფექტურობის ასამაღლებლად ყველაფერს გააკეთებს.
ნურია ტანია აქამდე გუდაუთის რაიონის ე.წ. პროკურორის თანამდებობაზე მუშაობდა.