გლდანში „ლიბერთი ბანკის“ ფილიალი დააყაჩაღეს – დაჭრილია პოლიციელი

გლდანში „ლიბერთი ბანკის“ ფილიალი დააყაჩაღეს. ამის შესახებ „კვირას“ ლიბერთი ბანკში განუცხადეს. „კვირას“ ინფორმაციით, შემთხვევის ადგილზე მისული სამართალდამცველები დანაშაულში ეჭვმიტანილ პირს დაედევნენ, რა დროსაც კრიმინალური პოლიციის თანამშრომელი დაჭრეს.
ჯერჯერობით არ არის ცნობილი, წაღებულია თუ არა ბანკიდან თანხა. როგორც „კვირას“ შს სამინისტროში განუცხადეს, გამოძიება სსკ-ის 179 -ე მუხლით დაიწყო, რაც ყაჩაღობას გულისხმობს. მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები