პროკურატურამ გავრცელებული აუდიოჩანაწერის შესწავლა დაიწყო

მთავარმა პროკურატურამ სოციალურ ქსელში გუშინ გავრცელებული აუდიოჩანაწერის შესწავლა დაიწყო, სადაც „ნაციონალური მოძრაობის“ წევრები და მიხეილ სააკაშვილი რევოლუციურ სცენარზე საუბრობენ.
როგორც პროკურატურის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელმა, ნათია სუხიაშვილმა განაცხადა, მთავარი პროკურატურა სამართლებრივი დახმარების შესახებ შუამდგომლობაზე უკვე მუშაობს, რომელიც შესაბამის ქვეყნებში გადაიგზავნება.
ამასთან,მისივე ინფორმაციით, გავრცელებული აუდიოჩანაწერის ავთენტურობის დასადგენად გამოძიების ამ ეტაპზე დაინიშნება ტექნიკური ექსპერტიზები, რომ გაირკვეს აუდიოჩანაწერში არსებული ხმები ეკუთვნით თუ არა იმ პირებს, რომლებიც ჩანაწერში ფიგურირებენ.
როგორც სუხიაშვილმა აღნიშნა, ასევე ინტენსიურად მიმდინარეობს საგამოძიებო და ოპერატიულ სამძებრო ღონისძიებები იმის დასადგენად, თუ საიდან როგორ, ვის მიერ მოხდა ხსენებული მასალის მოპოვება და შემდგომში გავრცელება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები