თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებით, მამუკა ახვლედიანი მოსამართლედ რჩება და არა სასამართლოს თავმჯდომარედ

თბილისის საქალაქო სასამართლომ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს გადაწყვეტილება მამუკა ახვლედიანის სარჩელთან დაკავშირებით, ძალაში დატოვა. სასამართლოს გადაწყვეტილებით, მამუკა ახვლედიანი თავმჯდომარის თანამდებობიდან და არა მოსამართლის თანამდებობიდან გადააყენეს. აქედან გამომდინარე, საბჭოს მიერ გამოცემული სამართლებრივი აქტი არ უნდა იყოს ბათილად ცნობილი.
როგორც პროცესის დასრულების შემდეგ მამუკა ახვლედიანის ინტერესების დამცველმა განაცხადა, მისთვის ჯერჯერობით უცნობია მამუკა ახვლედიანის პოზიცია, გაასაჩივრებს თუ არა აღნიშნულ გადაწყვეტილებას.
ადვოკატი მიიჩნევს, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება უსაფუძვლოა და მას სხვაგვარი გადაწყვეტილება უნდა მიეღო, ვინაიდან პირის მიმართ დისციპლინური დევნის დაწყების შემთხვევაში, უნდა გამოყენებული იყოს დისციპლინური დევნის შესახებ კანონმდებლობა და არა კონკრეტული თანამდებობიდან გადაყენება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები