„ტელეიმედისთვის“ ლიცენზიის შეწყვეტის გადაწყვეტილება კანონის შესაბამისი არ იყო”

ზურაბ ნონიკაშვილი, რომელიც 2007 წელს კომუნიკაციების მარეგულირებელი კომისიის წევრი იყო, აცხადებს, რომ „ტელეიმედისთვის“ ლიცენზიის შეწყვეტის გადაწყვეტილება კანონის შესაბამისი არ იყო.
ნონიკაშვილი, რომელიც „ტელეიმედის“ დახურვის საქმეზე სასამართლოში მოწმის სტატუსით დაიკითხა, ამბობს, რომ 7 ნოემბერს შინაგან საქმეთა სამინისტროს ტექნიკური დეპარტამენტიდან დაურეკეს და ე.წ. მოდულის შენობაში მისვლა მოსთხოვეს.
ნონიკაშვილის თქმით, ის ამირან მესხელის კაბინეტში შევიდა სადაც რამდენიმე პირი დახვდა. მათ შორის ვანო მერაბიშვილი და ზურაბ ადეიშვილი.
„სულ ორი წუთი ვიყავი. ადეიშვილმა დამავალა, წავსულიყავი სამსახურში, მოვიდოდა მურთაზ ზოდელავა და უნდა გვემუშავა ტელევიზიებთან , კონკრეტულად „იმედთან“ დაკავშირებით“, – აღნიშნა ნონიკაშვილმა.
მისივე განცხადებით, სამსახურში მისვლისას მივიდა მურთაზ ზოდელავა და წარადგინა მეხსიერების ბარათი, სადაც ჩაწერილი იყო პროექტი „ტელეიმედის“ მაუწყებლობის შეჩერებაზე. ნონიკაშვილი ამბობს, რომ გარკვეული პერიოდის შემდეგ, შენობაში დაინახა კონტრდაზვერვის სამსახურის თანამშრომლები, რომლებიც მასაც დაჰყვებოდნენ გადაადგილებისას.
მისი თქმით, „ტელეიმედში“ შეჭრის შემდეგ ზოდელავას უთხრა, რომ ლიცენზიის შეჩერების საჭიროება აღარ არსებობდა, თუმცა, საბოლოოდ, ფსიქოლოგიური ზეწოლის შედეგად, ლიცენზიის საკითხთან დაკავშირებით გადაწყვეტილება მიაღებინეს.
„საბოლოოდ, ფსიქოლოგიური ზეწოლის შედეგად, მივიღეთ გადაწყვეტილება, „ტელეიმედის“ გაფრთხილების, დაჯარიმების და შემდეგ ლიცენზიის საკითხთან დაკავშირებით“,-აღნიშნა ზურაბ ნონიკაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები