“თავისუფალი ზონის” ყოფილი წარმომადგენლების მიერ დღეს გაკეთებულ განცხადებასთან დაკავშირებით გამოძიება დაიწყო

არასამთავრობო ორგანიზაცია „თავისუფალი ზონის“ ყოფილი წარმომადგენლების მიერ დღეს გაკეთებულ განცხადებასთან დაკავშირებით გამოძიება დაიწყო.
როგორც “კვირას“ სუსის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურში განუცხადეს, გამოძიება საბოტაჟის მომზადების ფაქტზე სისხლის სამართლის კოდექსის 18-318-ე მუხლის 1-ლი ნაწილით დაიწყო.
„სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის კონტრდაზვერვის დეპარტამენტში არასამთავრობო ორგანიზაცია „თავისუფალი ზონის“ ყოფილი წარმომადგენლების გამოკითხვა დასრულდა. გამოძიება საბოტაჟის მომზადების ფაქტზე დაიწყო, საქართველოს სსკ-ის 18-318-ე მუხლის 1-ლი ნაწილით“, -აცხადებენ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში.

„თავისუფალი ზონის“ გლდანის ორგანიზაციის უკვე ყოფილმა თავმჯდომარემ, ბესო კალაძემ დღეს “კვირას“ პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ „არჩევნების შემდეგ დაგეგმილია სახელმწიფო ინსტიტუტების ბლოკირება. ამ დროს არც მსხვერპლია გამორიცხული“.
„შევხვდი რამდენიმე დღის წინ უკრაინაში მიხეილ სააკაშვილს, რომელმაც მითხრა, რომ ჩვენი ორგანიზაცია „თავისუფალი ზონა“ სჭირდება არჩევნების შემდეგ დესტაბილიზაციის მოსაწყობად”, – განაცხადა კალაძემ. მისვე თქმით, “არჩევნების შემდეგ დაგეგმილია სახელმწიფო ინსტიტუტების ბლოკირება. ამ დროს არც მსხვერპლია გამორიცხული”
აღნიშნული განცხადებების შემდეგ, არასამთავრობო ორგანიზაცია „თავისუფალი ზონის“ უკვე ყოფილი წარმომადგენელი ბესო კალაძე სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის კონტრდაზვერვის დეპარტამენტში გამოკითხვაზე დაიბარეს. სუსში ასევე დაბარებული არიან ორგანიზაციის ის წევრებიც, რომელებიც დღევანდელ ბრიფინგს ესწრებოდნენ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები