“ახალი მთავარი პროკურორი საზოგადოებისა და მთავრობის მოლოდინებს გაამართლებს“

  ჯანდაცვის მინისტრის დავით სერგეენკოს აზრით, ახალი მთავარი პროკურორი გიორგი ბადაშვილი საზოგადოებისა და მთავრობის მოლოდინებს გაამართლებს.
“ახალი მთავარი პროკურორის დანიშვნის შესახებ გუშინ შევიტყვე და ჯერ არ მქონია შესაძლებლობა პირადად გავცნობოდი მას. ვნახე ახალი მთავარი პროკურორის რეზიუმე და გამოცდილება და ნათელია, რომ ამ ადამიანს აქვს გამოკვეთილი კარიერული ზრდა, რაც აჩვენებს, რომ ის, მართლაც, მაღალკვალიფიციური და შედეგზე ორიენტირებულია ადამიანია“, – განაცხადა სერგეენკომ დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე.
მინისტრის შეფასებით, პრემიერ-მინისტრის და იუსტიციის მინსიტრის არჩევანი ეფექტური იქნება და ახალი მთავარი პროკურორი მთლიანობაში იმ მოლოდინებს გაამართლებს, რაც აქვს საზოგადოებას და მთავრობას.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები