ჩოხატაურში ყაჩაღებმა 60 წლის მამაკაცი აწამეს

60 წლის შოთა ბოჭორიშვილი საკუთარ სახლში სასტიკად აწამეს. შემთხვევა ჩოხატაურის რაიონის სოფელ ზომლეთში გუშინ საღამოს მოხდა.
გავრცელებული ინფორმაციით, ყაჩაღები სახლში ნიღბებით შევიდნენ და თანხა გაიტაცეს. ბოჭორიშვილმა დამნაშავეებს წინააღმდეგობა გაუწია, რისთვისაც ის აწამეს. ამ დროსათვის ბოჭორიშვილი უკვე სახლში იმყოფება.
როგორც „კვირას“ შსს-ში განუცხადეს, გამოძიება სსკ-ის 179-მუხლით მიმდინარეობს,რაც ყაჩაღობას გულისხმობს. დამნაშავეთა დასაკავებლად, შსს-ს ცნობით, სამძებრო ღონისძიებები მიმდინარეობს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები