„ქართული ოცნების“ მცხეთის კოორდინატორს „ნაციონალური მოძრაობის“ დეპუტატი ავტომანქანით დაეჯახა

„ქართული ოცნების“ მცხეთის კოორდინატორი ზეინაბ მეტრეველი მცხეთის საავადმყოფოში მოათავსეს. მმართველი გუნდის მცხეთის მაჟორიტარობის კანდიდატის, დიმიტრი ხუნდაძის ინფორმაციით, ზეინაბ მეტრეველს მანქანით ცეზარ ჩოჩელის ბიძაშვილი – გიო ჩიტიშვილი დაეჯახა.
მისივე თქმით, გიო ჩიტიშვილი საკრებულოს დეპუტატია „ნაციონალური მოძრაობიდან“. „ქართული ოცნების“ კოორდინატორს მიაჩნია, რომ მას პოლიტიკურად გაუსწოrდნენ. ამასთანავე, დიმიტრი ხუნდაძე აცხადებს, რომ „ქართული ოცნების“ კოორდინატორს, რომელიც მოსახლეობას ხვდებოდა, გიო ჩიტიშვილი შეეკითხა, თუ რატომ დადიოდა კარდაკარ , მერე მანქანა უკან დაწია, დაძრა და ქალბატონს დაეჯახა.
ავტოსაგზაო შემთხვევა წეროვანში გუშინ საღამოს მოხდა. დაზარალებულის შვილი დეტალებს იხსენებს.
„მოხდა ავარია. დედაჩემი მოთავსებულია საავადმყოფოში, ჩავედი მცხეთაში, სადაც ექიმებმა მითხრეს, რომ დედაჩემს აქვს გარეგნული დაზიანებები. გადაუღეს გულ-მკერდის ნეკნები და თავის ქალაც, რადგან ამ დრომდე ჯერ არ ვიცით, აქვს თუ არა დედაჩემს ტვინის შერყევა“, – ამბობს დაზარალებულის შვილი. მომხდარ ფაქტს ბიზნესმენი ცეზარ ჩოჩელიც გამოეხმაურა, თუმცა აღნიშნა, რომ იგი ამ კონკრეტულ შემთხვევასთან არაფერ შუაშია. მისი თქმით, მას მცხეთაში გიო ჩიტიშვილის გარდა, კიდევ ბევრი ნათესავი ჰყავს გვარად ჩიტიშვილი.
მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით, გამოძიება სსკ-ის 276-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც სატრანსპორტო საშუალების ან ექსპლოატაციის წესების დარღვევას გულისხმობს, რამაც ჯანმრთელობისთვის ნაკლებად მძიმე დაზიანება გამოიწვია. სამართალდამცავებმა საკრებულოს დეპუტატი გიო ჩიტიშვილიც დაკითხეს.
„ეს იყო პროვოკაცია, წინასწარ დაგეგმილი. წინიდან მანქანა გამოვიდა ეგ არ მოერიდა. შეჯახება არ ყოფილა, უბრალოდ მანქანა შეეხო“, – აღნიშნა გიო ჩიტიშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები