ე.წ. სამხრეთ ოსეთში ოკუპანტების სამხედრო წვრთნები დასრულდა

რუსი ოკუპანტების სამეთაურო-საშტაბო წვრთნები, რომლებიც ე.წ. სამხრეთ ოსეთის ტერიტორიაზე მიმდინარეობდა, დასრულდა. წვრთნებში 4 ათასამდე სამხედრო მოსამსახურე და 1 ათასი საბრძოლო ტექნიკა მონაწილეობდა. ამის შესახებ „რია ნოვოსტი“ იუწყება.
წვრთნების დროს ჩატარდა საბრძოლო სროლა  ყუმბარმტყორცნებიდან, ნაღმმტყორცნებიდან, ასევე ტანკებიდან და საბრძოლო მანქანებიდან.  სამხედროებმა პირობითი მოწინააღმდეგის ავიაციის შეტევაც მოიგერიეს.
წვრთნები 20 სექტემბერს დაიწყო და მასში 58-ე არმიის ქვედანაყოფები მონაწილეობდნენ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები