ალეპოში რამდენიმე დღეში 200-ზე მეტი ადამიანი დაიღუპა

სირიის ქალაქ ალეპოში ბოლო დღეებში 200-ზე მეტი ადამიანი დაიღუპა. ამჟამად სირიის სამთავრობო ძალები ოპოზიციის მიერ კონტროლირებად ქალაქის რაიონებზე მასიურ შეტევას ახორციელებს. ამის შესახებ „ბი-ბი-სი“ იუწყება.
სირიის ადამიანი უფლებათა დაცვის ცენტრის მონაცემებით, საბრძოლო მოქმედებების განახლების შემდეგ ალეპოში 213 ადამიანი დაიღუპა. მხოლოდ კვირას შეტაკებების შედეგად 26 ადამიანი დაიღუპა.
22 სექტემბერს სირიის სამთავრობო ძალებმა ალეპოზე ახალი შეტევის დაწყების შესახებ განაცხადეს.  ამის შემდეგ სირიის ოპოზიციური ძალების 30-მდე დაჯგუფებამ ხელი მოაწერა განცხადებას იმის შესახებ, რომ ბაშარ ასადის ძალების და რუსული ავიაციის მიერ დაბომბვების გააქტიურება პოლიტიკური მოლაპარაკების გაგრძელებას ყოველგვარ აზრს უკარგავს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები