პრემიერ-მინისტრმა დავით აღმაშენებლის რეაბილიტირებული გამზირი გახსნა (ფოტოკოლაჟი)

თბილისის ულამაზესი, ისტორიული უბანი აღდგენილია, – დავით აღმაშენებლის რეაბილიტირებული გამზირი, რომელიც მასშტაბური პროექტის, „ახალი ტფილისის” პირველი ეტაპია, დღეს საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა, თბილისის მერთან და ვიცე-მერთან ერთად გახსნა.
პროექტი უპრეცედენტოდ მოკლე დროში, 7 თვის განმავლობაში დასრულდა.
პირვანდელი სახით აღდგა 47 ისტორიული შენობა, რომელთა შორის 38 – კულტურული მემკვიდრეობის ძეგლია. მთლიანად შეიცვალა და აღდგა  შენობების სახურავები, კონსტრუქციულად გამაგრდა შენობა-ნაგებობები, ავთენტური იერსახით აღდგა შენობების ფასადები და მათზე არსებული ისტორიული ორნამენტები. სრული რესტავრაცია ჩაუტარდა ძველებურ აივნებს, კარებს და ჭიშკრებს. მაღალი ხარისხის მასალით შეიცვალა შენობების ვიტრაჟები და კარ-ფანჯარა. რესტავრაცია ჩაუტარდა ისტორიულ სადარბაზოებს, აღდგა რეაბილიტაციის პროცესში სადარბაზოებსა და ფასადებზე აღმოჩენილი მხატვრობები და ისტორიული წარწერები, განხორციელდა ეზოების კეთილმოწყობა. გამზირზე მთლიანად შეიცვალა საკომუნიკაციო სისტემა – გაზის, წყლის, საკანალიზაციო მილები, ინტერნეტ და სუსტი ელექტროქსელები.  მოეწყო სადრენაჟე და სანიაღვრე სისტემა, რომლის არარსებობის გამოც შენობების კონსტრუქციულ მდგრადობას საფრთხე ექმნებოდა.
რეაბილიტირებული გამზირი საქართველოს პრემიერ-მინისტრმა უმცროს შვილთან და მთავრობის წევრებთან ერთად დაათვალიერა.
გიორგი კვირიკაშვილმა ყველა თბილისელს და მთელს საქართველოს, ულამაზესი, ისტორიული უბნის აღდგენა მიულოცა და აღნიშნა, რომ დავით აღმაშენებლის გამზირის განახლება მნიშვნელოვანი იქნება როგორც ადგილობრივი მცხოვრებლებისთვის, ასევე მიმზიდველი გახდება ტურისტებისთვის.
„7 თვის განმავლობაში უზარმაზარი სამუშაო შესრულდა. აღდგენილია ქუჩა, რომელიც პრაქტიკულად მთლიანად კულტურული მემკვიდრეობის ძეგლია. აღდგენილია, არა მხოლოდ გარეგნული იერსახე, არამედ, სადარბაზოები, მათ შორის მხატვრობა, კედლის მოხატულობა, ეზოები, მთლიანად განახლებულია კომუნიკაციები და ეს მხოლოდ პირველი ეტაპია. შემდეგი ეტაპები გულისხმობს მთელი საფეხმავლო მარშრუტების აღდგენას ზედა ქუჩების მიმართულებით; ასევე, აღდგენილი იქნება მე-19 საუკუნის ბოლოს შექმნილი ბაღების კომპლექსი. ეს იქნება, მნიშვნელოვანი უპირველეს ყოვლისა, ადგილობრივი მცხოვრებლებისთვის – გახუთმაგებულია უძრავი ქონების ფასი; გარდა ამისა, ეს იქნება ერთ-ერთი ყველაზე მიმზიდველი უბანი თბილისში, ყველა ტურისტისთვის”, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.
დავით აღმაშენებლის რეაბილიტირებულ გამზირს, რომლის ნაწილი საფეხმავლო გახდა, დღეს უამრავი დამთვალიერებელი სტუმრობდა.
კეთილმოწყობის სამუშაოებთან ერთად, გამზირზე, დამონტაჟდა გარე განათების სისტემა, დაიგო სხვადასხვა სახეობის ქვაფენილი და მოეწყო გზის საფარი. გამწვანდა ტერიტორია, კერძოდ, N59 შენობის კედელზე მოეწყო ვერტიკალური ბაღი, დაირგო ხეები, კეთილმოეწყო სკვერები, ფასადები გაფორმდა დეკორატიული ყვავილებით. პროექტის  ფარგლებში დასაქმდა 1 200 – მდე ადამიანი. პროექტის „ახალი ტფილისის” 1 ეტაპის რეაბილიტაციისთვის ბიუჯეტიდან 30 მილიონამდე ლარი დაიხარჯა.
2017 წელს, „ახალი ტფილისის” ფარგლებში, მშრალი ხიდის, ორბელიანის მოედნის და მიმდებარე ტერიტორიის რეაბილიტაცია განხორციელდება.

14358974_773059512797487_3256230738973862595_n 14359169_773060599464045_337859907908775559_n 14370256_338353319843032_3245047461615936783_n 14440871_338352943176403_7807451201581171232_n 14440872_773060149464090_4783328672049225178_n 14441197_338352566509774_5354327195360197838_n 14448805_338353156509715_114669708048255872_n 14448805_338353493176348_3408378314406332102_n 14448894_773060602797378_9152329495815333580_n 14448936_773061059463999_8651672800795441988_n 14469480_338352793176418_4687237733954752479_n  14484952_338352676509763_6463103200226391415_n

14364681_338355839842780_1359893991964328745_n 14370157_338355569842807_8732110276738426388_n 14390939_338356216509409_2078955112551508932_n 14433144_338355813176116_2755181320987135316_n  14441155_338355616509469_3256594286482749567_n 14441156_338356079842756_2257200829548884279_n 14448974_338355479842816_4689396368400879924_n 14462768_338355476509483_4807217886765576432_n 14462793_338355563176141_462283692356807803_n 14462839_338355676509463_4410991952681434055_n 14462933_338356089842755_3112737199641927585_n 14463176_338356063176091_42228100147403153_n 14463194_338355469842817_8460613290431281802_n 14484987_338355649842799_1074629130264530570_n 14494639_338356113176086_3975743113332618272_n 14494895_338356149842749_3482874877821753295_n

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები