სოზარ სუბარი: ზუგდიდში მეორე ტური არ იქნება

დევნილთა და განსახლების მინისტრი სოზარ სუბარი დარწმუნებულია, რომ  ზუგდიდში მეორე ტური არ იქნება.
“მე რასაც დავდივარ სამეგრელოს არცერთ რაიონში მეორე ტურის მოლოდინი არა გვაქვს. ამაზე ის ხალხმრავლობაც მეტყველებს, რაც დღეს ჯიხაშკარში გვაქვს”,- აღნიშნა სოზარ სუბარმა.„ქართული ოცნება დემოკრატიული საქართველოს“ ზუგდიდის მაჟორიტარობის კანდიდატი ედიშერ თოლორაია სოფელ ჯიხაშკარის მოსახლეობას შეხვდა. მაჟორიტარობის კანდიდატთან ერთად ვიცე-სპიკერი ზვიად ძიძიგური და დევნილთა და განსახლების მინისტრი სოზარ სუბარი იმყოფებოდნენ, რომლებმაც ადგილობრივებს „ქართული ოცნების“  წინასაარჩევნო პროგრამა და პრიორიტეტები გააცნეს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები