თბილისის „დინამოსა“ და ქუთაისის „ტორპედოს“ გულშემატკივრები ერთმანეთს დაუპირისპირდნენ

წერეთლის გამზირზე, თბილისის „დინამოსა“ და ქუთაისის „ტორპედოს“ გულშემატკივრები ერთმანეთს დაუპირისპირდნენ. არსებული ინფორმაციით, გულშემატკივრებს შორის ადგილი ჰქონდა ფიზიკურ და სიტყვიერ დაპირისპირებას.
ადგილზე მობილიზებულები იყვნენ სამართალდამცველები.როგორც “კვირას“ შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, ადგილი ჰქონდა სიტყვიერ დაპირისპირებას, რომელიც პოლიციამ განმუხტა.
საქართველოს 28- ე ეროვნული ჩემპიონატის, უმაღლესი ლიგის მეშვიდე ტურის შეხვედრას თბილისის “დინამო“ ქუთაისის „ტორპედოს“ წინააღმდეგ “დინამო არენაზე“ მართავს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები