საგურამოში ახალი ჰიდროელექტროსადგური გაიხსნა (ფოტოკოლაჟი)

კომპანია „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერმა“, მცხეთის მუნიციპალიტეტის სოფელ საგურამოში, წლის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პროექტის, ახალი ჰიდროელექტროსადგურის, „საგურამოჰესის“ მშენებლობა დაასრულა.
ჰესი საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, გიორგი კვირიკაშვილმა და ენერგეტიკის მინისტრმა, ილია ელოშვილმა, საინვესტიციო ჯგუფ „ბიჯეოს“ გენერალურ დირექტორთან, ირაკლი გილაურთან და „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის“ გენერალურ დირექტორთან, გიორგი ცხადაძესთან ერთად გახსნეს.
„საგურამოჰესის“ გახსნის ცერემონიალს, ასევე საქართველოს მთავრობის წარმომადგენლები, თბილისის მერი და ვიცემერები, თბილისის საკრებულოს წარმომადგენლები, მცხეთა-მთიანეთის გუბერნატორი, ბიზნეს სექტორის წარმომადგენლები, ენერგეტიკის სფეროს წარმომადგენლები, არასამთავრობო ორგანიზაციები, ეკონომიკის ექსპერტები და მედიის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
„საგურამოჰესის“ მშენებლობის ინიციატორი და პროექტის ავტორი „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერია“. კომპანიის ინფორმაციით, ეკოლოგიურად სუფთა, ,,მწვანე“ ჰესის უმაღლესი ხარისხითა და თანამედროვე ტექნოლოგიით მშენებლობისთვის კომპანიამ 11 მლნ ლარზე მეტი ინვესტიცია განახორციელა. საგურამო ჰესი „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერმა“ მთავარი აქციონერის, GWP-ის 100%-იანი წილის მფლობელის, საინვესტიციო ჯგუფ „ბიჯეოს“ მხარდაჭერით ააშენა, რომელიც კვლავ აქტიურად განაგრძობს უცხოური მოზიდული კაპიტალის ქართულ კომპანიებში ინვესტირებას. „ბიჯეო“ ჯგუფმა „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერში“ ჯამში უკვე 200 მილიონ ლარზე მეტი ინვესტიცია განახორციელა, რამაც კომპანიის გაფართოვებას და განვითარებას ხელი მნიშვნელოვნად შეუწყო. აგრეგატის დადგმული სიმძლავრე 5 მგვტ-ია, ხოლო საშუალო წლიური გამომუშავება – 32 მლნ.კვტსთ. საგურამოჰესის ტურბინა-გენერატორი და დამხმარე მოწყობილობები, ავსტრიულმა კომპანია ANDRITZ HYDRO SAS -მა დაამზადა, რომელიც ლიდერია ჰიდროაგრეგატების წარმოების დარგში. სამშენებლო სამუშაოების ძირითადი ნაწილი, ქართულმა სამშენებლო კომპანია ,,სპეცჰიდრომშენმა“ განახორციელა. მშენებლობის პროცესს მსოფლიოში ერთ-ერთი ლიდერი, შვეიცარული კომპანია ,,Stucky SA” ზედამხედველობდა.
ახალი ჰესი ,,ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის’’ სათავე ნაგებობებისა და სატუმბო სადგურების ელექტროენერგიით უწყვეტ მომარაგებას უზრუნველყოფს, რაც თბილისის სტაბილური წყალმომარაგების კიდევ ერთი გარანტიაა. „საგურამოჰესის“ მშენებლობა 2015 წლის დეკემბრის თვეში დაიწყო. პროექტის გასახორციელებლად კომპანიამ დამატებით 100 ადამიანზე მეტი დაასაქმა. 25 სექტემბრიდან ახალი ჰიდროელექტროსადგური საქართველოს ერთიან ენერგოსისტემაში ჩაერთო. ასეთი ტიპის ეკოლოგიურად სუფთა ჰესების მშენებლობა მნიშვნელოვანი ნაბიჯია ქვეყნის ენერგოდამოუკიდებლობის მისაღწევად.

14470509_338223353189362_5528405989227334145_n 14484652_338223643189333_5482162198566915182_n 14450020_338223656522665_9061689373583324024_n 14390667_338223356522695_1327870974268907806_n 14479757_338223529856011_4644195830804094208_n 14445940_338223389856025_7775671498399743934_n 14359251_338223343189363_2170490441322490654_n 14492392_338223469856017_7619034803148845156_n 14492570_338223533189344_7488180082410375909_n 14440622_338223546522676_4335530520404978404_n 14470595_338223633189334_5340734307833533522_n

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები