დევიდ ლი სააკაშვილს: გეგმა, რომ “რუსთავი 2”-ის ეგზიტპოლი არის მნიშვნელოვანი, პროვოკაციაა

ინგლისელი იუმორი ან ფაქტი – “რუსთავი 2” თამაშობს საქართველოს დემოკრატიულ ნდობაზე. ყველგან დემოკრატიულ მსოფლიოში, დემოკრატიის არსი არის ის, რომ მოქალაქეებმა იციან, რომ არჩევნები არის გამჭვირვალე და მართალი, – ასე ეხმიანება სოციალურ ქსელში ევროკავშირ-საქართველოს ბიზნესსაბჭოს თავმჯდომარის მოადგილე, “მაგთიკომის” ყოფილი გენერალური დირექტორი დევიდ ლი საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის განცხადებას, რომ არჩევნებზე “რუსთავი 2”-ის ეგზიტპოლში რაც იქნება, ეს იქნება ვერდიქტი!”
დევიდ ლი იმედოვნებს, რომ საქართველოში არჩევნები წელს იქნება გამჭვირვალე.
“აშკარაა, რომ ამ წელს ქართული არჩევნები იქნება გამჭვირვალე და მართალი. საერთაშორისო დამკვირვებელი იქნება ყველგან, ბევრი არაჩვეულებრივი ორგანიზაცია აკვირდება ყველაფერს, ამერიკის, დიდი ბრიტანეთის და ევროკავშირის დიპლომატებს აქვთ დიდი ინტერესი. ამიტომ ასეთი განცხადება არის სისულელე.
“რუსთავი 2” არ არის დამოუკიდებული ტელეკომპანია. პირიქით, როგორც რუსული პროფესიონალური შავი პიარის აგენტი, ის მუშაობს სიმართლის წინააღმდეგ, და როგორც რუსული პროპაგანდა ამ ქვეყანაში, ისინი არიან ძალიან სახიფათო დემოკრატიის პროცესისთვის. აზრი, რომ ეგზიტპოლი არის უფრო მნიშვნელოვანი, ვიდრე არჩევნები, არ აქვს აზრი. მაგრამ, თუ შენ გაქვს ძალადობის გეგმა, მას აქვს აზრი.
ჩვენ ვცხოვრობთ სახიფათო დროში.
რა თქმა უნდა, ეს არის მხოლოდ ჩემი აზრი. არ არის პოლიტიკური განცხადება ან ოფიციალური კრიტიკა. ის არის მაგალითი სიტყვის თავისუფლება საქართველოში დღეს. მაგრამ ბოლოს და ბოლოს, უნდა გითხრა, რომ ასეთი გეგმა, რომ “რუსთავი 2”-ის ეგზიტპოლი არის მნიშვნელოვანი, არის ძალიან დიდი პროვოკაცია.
რუსებს არ შეუძლიათ გააკეთონ უკეთესი. როგორც იცით, მე მაინტერესებს სოციალური მედიის ეფექტი ამ არჩევნებზე. მაგრამ, მე არ ვნახე ასეთი ტაქტიკა ადრე. დეზინფორმაცია და ტყუილები “რუსთავი 2″-იდან არჩევნების დღეს იქნება ძალიან სახიფათო ყველასთვის. ვნახოთ! ვნერვიულობ”, – წერს დევიდ ლი ფეისბუქის საკუთარ გვერდზე.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები