გაერო უშიშროების საბჭოს საგანგებო სხდომას გამართავს

სირიის ქალაქ ალეპოში მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით ამერიკის შეერთებულმა შტატებმა, გაერთიანებულმა სამეფომ და საფრანგეთმა გაეროს უშიშროების საბჭოს საგანგებო სხდომის მოწვევა მოითხოვეს.
“ფრანს პრესის” ინფორმაციით, შეხვედრა, შესაძლოა, დღეს, ადგილობრივი დროით 10:00 საათზე შედგეს.
ცნობისთვის, 24 სექტემბერს, სირიის არმიამ განაცხადა, რომ ამბოხებულების მიერ კონტროლირებადი ქალაქის, თავისი კონტროლის ქვეშ დაბრუნებას აპირებს.
გუშინ ალეპოში, მთელი დღის მანძილზე ხორციელდებოდა საჰაერო რეიდები, რომლის შედეგად, სულ მცირე 45 ადამიანი დაიღუპა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები